ვისაც გაქვთ IPTV პლეილისტი და გიჭედავთ ან არ მუშაობს ნორმალურად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგადად, უამრავი არხიდან შეიძლება რომელიმე არხი ჭედავდეს ხანდახან, მერე გამოსწორდება. ეს ჩვეულებრივ ახასიათებს ყველა პლეილისტს. ასევე, უნდა დააკვირდეთ ყველა არხს აქვს პრობლემა (როგორც უცხოურს, ასევე ქართულს), თუ მარტო ზოგიერთ არხს. თუ ზოგიერთი არხი ჭედავს და ზოგი არა, მაშინ შეიძლება პლეილისტის და მისი მოწოდების ბრალია, ამას ეხლა არაფერი ეშველება, მაგრამ გამოსწორდება მომავალში აუცილებლად. თუ ყველა ჭედავს მაშინ დიდი ალბათობით თქვენთან არის რაღაც პრობლემა და მის მოგვარებაზე წაიკითხეთ ქვემოთ.
თუ მხოლოდ ზოგიერთი არხი ჭედავს
თუ შეამჩნიეთ, რომ მხოლოდ რომელიღაც კონკრეტული არხი ჭედავს და ეს არხები თქვენთვის აუცილებელია. თავდაპირველად უნდა დადგინდეს ეს არხები მარტო თქვენთან ჭედავს თუ ჩვენთანაც ანუ ყველასთან, ამისათვის მოგვწერთ სმს შეტყობინებით კლიენტის სახელი-გვარი, პლეილისტის პაკეტის დასახელება და ზუსტი დასახელება 3 ცალი არხის, რომელიც ჭედავს და 3 ცალი, რომელიც არ ჭედავს. გადავამოწმებთ ჩვენთანაც და მოგწერთ პასუხს. თუ გავარკვიეთ რომ ეს კონკრეტული არხები ყველასთან ჭედავს, მაშინ უნდა დაელოდოთ და მალე გაასწორებს პროვაიდერი.
თუ ყველა არხი ჭედავს
თავდაპირველად უნდა შეამოწმოთ ყველა არხი მარტო მარტო თქვენთან ჭედავს თუ ჩვენთანაც ანუ ყველასთან, ამისათვის მოგვწერთ სმს შეტყობინებით კლიენტის სახელი-გვარი, პლეილისტის პაკეტის დასახელება და ზუსტი დასახელება 3 ცალი ყველაზე პოპულარული უცხოური და ქართული არხის, რომელიც ჭედავს. გადავამოწმებთ ჩვენთანაც და მოგწერთ პასუხს მარტო თქვენთან ჭედავს თუ ყველასთან, ანუ გლობალური პრობლემაა. თუ გლობალური პრობლემაა, უნდა დაელოდოთ და პროვაიდერი მალე გამოასწორებს.
თუ ყველა არხი ჭედავს მარტო თქვენთან
თუ ყველა არხი მარტო თქვენთან ჭედავს, მაშინ თქვენ თვითონ უნდა გადაამოწმოთ თქვენთან, იპოვოთ პრობლემა და გამოასწოროთ. ჩამოგიწერთ რა უნდა შეამოწმოთ (თუ გინდათ ვინმე დაიხმარეთ ან ახლობელი ან სხვა):
- ინტერნეტი არ მიეწოდება მოწყობილობას. თქვენ შეიძლება დააკავშიროთ მოწყობილობა როუტერს, მაგრამ შეიძლება მას მაინც არ მიეწოდებოდეს ინტერნეტი. გადასამოწმებლად უნდა ჩართოთ რაიმე აპლიკაცია, მაგალითად: YouTube-ში ჩართეთ რაიმე ვიდეო ან ბრაუზერით შედით რაიმე ვებ-გვერდზე თუ გაიხსნება. კაბელით შეერთების დროს გადაამოწმეთ კაბელის თავები, კაბელი არ იყოს დაზიანებული. ინტერნეტ-პროვაიდერების როუტერებს აქვს რამდენიმე პორტი. იქედან ზოგიერთში მოდის ინტერნეტი და ზოგიერთში არა (ზოგიერთი პორტი დარეზერვებულია მხოლოდ მათი საკაბელო ტელევიზიისთვის).
- უნდა გაზომოთ ინტერნეტის ხარისხი. ინტერნეტის ხარისხი გაზომეთ აუცილებლად იქედან საიდანაც უყურებთ ტელევიზიას ანუ ტვ ბოქსიდან ან სმარტ ტელევიზორიდან. მისი ბრაუზერით შედით საიტზე: http://speedtest.net ან https://librespeed.org ან https://speedsmart.net და გაზომეთ ინტერნეტის ხარისხი.
IPTV ტელევიზიამ ნორმალურად რომ იმუშაოს საჭიროა:* სიჩქარე (Download) უნდა იყოს: სტაბილურად მინიმუმ 15 Mbps;
* პინგი (Ping, Latency) უნდა იყოს: სტაბილურად 30 ms –ზე ნაკლები;
* ჯითერი (Jitter– ეს არის პინგის მერყეობა): უნდა იყოს 15 ms-ზე ნაკლები. მაღალი ჯითერი ხშირად იწვევს გამოსახულების გაჩერებას (Buffering).შენიშვნა: IPTV-ის სტაბილური მუშაობისთვის მხოლოდ ინტერნეტის მაღალი სიჩქარე საკმარისი არ არის; გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხს და კავშირის სტაბილურობას.
რა იწვევს კავშირის არასტაბილურობას ანუ მაღალ Jitter-ს:
* გადატვირთული ქსელი: ბევრი ჩართული მოწყობილობა ერთ ქსელში;
* სუსტი, დაბალი ხარისხის როუტერი;
* Wi-Fi კავშირი: უსადენო კავშირი ყოველთვის უფრო მერყევია, ვიდრე კაბელი;
* ISP პროვაიდერის პრობლემა: ინტერნეტ-პროვაიდერის ქსელის გადატვირთულობა, მაგალითად პიკის საათებში;
* შორს მდებარე ან გადატვირთული IPTV ტელევიზიის სერვერი (საჭიროებს სერვერის შეცვლას); - Wi-Fi კავშირი დაშორებულ როუტერთან. თქვენ შეიძლება შეძენილი გქონდეთ კარგი ინტერნეტ-სიჩქარის პაკეტი, მაგრამ თუ WiFi-ით გაქვთ დაკავშირებული და როუტერი შორს დგას, ან ბარიერები ეღობება (კედელი, ავეჯი ან სხვა რამე), ან ბევრი მოწყობილობა ერთდროულად იყენებს ინტერნეტს, მაშინ შესაბამისად თქვენს მოწყობილობამდე ინტერნეტის მიწოდების სიჩქარე მოიკლებს.
- ცვალებადი ინტერნეტის სიჩქარე. ზოგჯერ ინტერნეტის სიჩქარე „თამაშობს“, ხან გაიზრდება, ხან შემცირდება და 15 Mbps-ზე ქვემოთ ჩამოდის. ეს გამოიწვევს ჩვენების „ჭედვებს“. ამის დასადგენად ხშირ-ხშირად უნდა გაზომოთ ინტერნეტის სიჩქარე და დააფიქსირებთ სიჩქარის დავარდნები.
- სუსტი და მოძველებული როუტერის გაჭედვა. ინტერნეტის სუსტი და მოძველებული როუტერი ხშირად იჭედება და საჭიროებს პერიოდულად ჩართვა-გამორთვას ელექტრო ქსელიდან. გარდა ამისა, ჩვეულებრივი ბიუჯეტური სახლის როუტერები ერთდროულად ბევრი მოწყობილობის შეერთებას ვერ უძლებს. მაგალითად, ასე ხდება დღის იმ მონაკვეთში, როცა სახლში ყველა ოჯახის წევრია და მათი მოწყობილობები ჩართულია ინტერნეტში. შედეგად, ჩვეულებრივი როუტერი ვერ უძლებს ამდენი მომხმარებელს ერთდროულად და „შეშდება“.
- სუსტი მოწყობილობა. თუ თქვენ გაქვთ ძველი სუსტი მოწყობილობა, მაგალითად, ტვ ბოქსი ან სმარტ ტელევიზორი 1 ოპერატიული მეხსიერებით, სუსტი მთავარი პროცესორით, სუსტი ვიდეო პროცესორით. არაა გამორიცხული რომ თქვენმა მოწყობილობამ ინტერნეტ-ტელევიზიის ჩვენებასაც კი ვერ გაუძლოს.
- გადატვირთული მოწყობილობა. თუ თქვენ ერთდროულად გაშვებული გაქვთ ბევრი აპლიკაცია და პროცესი თქვენს მოწყობილობაზე, მაშინ არაა გამორიცხული რომ მოწყობილობა გადაიტვირთოს და მისი მუშაობა შენელდეს, შესაბამისად ინტერნეტ-ტელევიზიის აპლიკაცია შეფერხებით იმუშავებს. გამორთეთ და ახლიდან ჩართეთ მოწყობილობა.
- თქვენი ინტერნეტ–პროვაიდერი ხომ არ ბლოკავს IPTV ტელევიზიას. გადაამოწმეთ სხვა ინტერნეტ-პროვაიდერზე, ან სხვასთან სახლში ან მობილურ ინტერნეტზე თუ მუშაობს ეს პლეილისტი. თუ აღმოჩნდა, რომ ბლოკავს, მაშინ გამოიყენეთ ბლოკირების თავიან აცილების საშუალებები (მაგალითად: DNS სერვისი ან VPN სერვისი) ან გადადით სხვა ინტერნეტ-პროვაიდერზე.
- სუსტი პლეერი. ასევე მნიშვნელოვანია ინტერნეტ-ტელევიზიის საყურებლად რამდენად პოპულარულ და განახლებულ აპლიკაციას ანუ პლეერს იყენებთ.
- რამე შემთხევით ხომ არ დააზიანეთ. შემთხვევით პლეილისტების პლეერში რაიმე პარამეტრები ხომ არ შეცვალეთ ან პლეილისტი ხომ არ წაგეშალათ.
- შორს მდებარე ან გადატვირთული IPTV ტელევიზიის სერვერი. თუ IPTV ტელევიზია მოგეწოდებათ შორს მდებარე ან გადატვირთული სერვერიდან, მაშინ გაჭედვები. დაგვიკავშირდით და შეგიცვლით IPTV ტელევიზიის სერვერს.
თუ პლეილისტის ბრალია ან პლეილისტის ბრალი არაა, მაგრამ მაინც არ მოგვარდა თქვენი ინდივიდუალური პრობლემა
თუ გაირკვა რომ პლეილისტის ბრალია. როგორც წესი გადაცემები მოეწოდება უცხოეთიდან, შეიძლება წყაროს სერვერზე დროებითი ტექნიკური პრობლემები იყოს. ჩვეულებრივ ეს პრობლემები დიდხანს არ გრძელდება და მალე სწორდება, შეგიძლიათ დაელოდოთ. როგორც წესი, ამ დროდადრო პრობლემას ზოგი მომხმარებელი ეგუება, ზოგი ვერა. თუ ვერ ეგუებით მაშინ არის რამდენიმე გამოსავალი, რომელიც ჩამოთვლილია ქვემოთ. ასევე, თუ პლეილისტის ბრალი არაა, მაგრამ მაინც არ მოგვარდა თქვენი ინდივიდუალური პრობლემა. მაშინაც, იგივენაირად გამოსავალი არის ქვემოთ:
- მოგვწერეთ კლიენტის სახელი გვარი, პლეილისტის პაკეტი და თქვენს უკვე არსებულ პლეილისტს სერვერს შევუცვლით. (თუ სერვერის შეცვლამაც არ უშველა, მაშინ ქვემოთ სხვა ვარიანტი აირჩიეთ);
- შეცვალეთ თქვენი პლეილისტი სხვა პლეილისტით, ან პარალელურად ორი ან მეტი პლეილისტი გამოიყენეთ, დაზღვეული რომ იყოთ პრობლემებისგან. (პირადად ჩვენც ოჯახებში ასე ვაკეთებთ). ამ ლინკზე არის ყველა პლეილისტის პაკეტი, შეგიძლიათ გადახედოთ თითოეულის არხების ჩამონათვალს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი: https://smarttv.ge/pc/playlists/premium-playlists ან აქ შეგიძლიათ იხილოთ თითოეული პაკეტის შედარების ცხრილი: https://smarttv.ge/select-playlists . ჩვენი პლეისტებიდან დღეისათვის პაკეტი COMBO-04-ALL ყველაზე პოპულარულია, რადგან იაფია. ცოტა ძვირია COMBO-03, მაგრამ უფრო სტაბილურია. ამავე დროს, COMBO-03 პაკეტს აქვს რამდენიმე ვარიანტი, შეგიძლიათ გადახედოთ თითოეულის არხების ჩამონათვალს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი ამ ლინკზე: https://smarttv.ge/shop/?s=COMBO-03&post_type=product&product_cat=0&view_mode=list ;
- გაწყვიტეთ ჩვენგან პლეილისტით სარგებლობა და უკან დაგიბრუნებთ გაუხარჯავ თანხას, შეიძლება სხვაგან მოძებნოთ უკეთესი;

