ჩვენი Smart TV Box-ებით სულიად უფასოდ შეგიძლიათ უყუროთ ყველა ქართულ და პოპულარულ უცხოურ/რუსულ სატელევიზიო არხს, არანაირი სააბონენტო გადასახადი არ გექნებათ.
ჩვენს Smart TV Box-ებზე ვრცელდება 100% გარანტია ქარხნულ წუნზე. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ Smart TV Box-ები ხარისხზე ორჯერ მოწმდება, მაინც შესაძლებელია გაიპაროს ქარხნული წუნი, თუმცა ეს რაოდენობა 2% არ აღემატება. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში პროდუქტი იცვლება იგივე მოდელის პროდუქტში. ამგვარი შეცვლა ხდება გაყიდვიდან მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში. რეალურად Smart TV Box-ს თუ ქარხნული წუნი აქვს, იგი რამდენიმე საათი მუშაობის პროცესშიც გამოვლინდება, ხოლო 2 კვირა სავსებით საკმარისია.
გაყიდულ საქონელს უკან არ ვიბრუნებთ და არ ვცვლით სხვა მოდელში. ამიტომ გთხოვთ, ნუ შეიძენთ მას გაუთვითცნობიერებლად, საცდელად, გასასინჯად ან დროებით გასართობად. თუ აღმოჩნდა ქარხნული წუნი მხოლოდ მაშინ ვცვლით იგივე მოდელში.
ჩვენს თითქმის ყველა Smart TV Box-ში უკვე საჩუქრად დაყენებულია ყველა პოპულარული აპლიკაცია/პროგრამა რასაც მოიხმარენ საქართველოში. ასევე საჩუქრად დაყენებულია ყველა ქართული და პოპულარული რუსული/უცხოური სატელევიზიო არხები.
თუმცა მომხმარებელს თავისი სურვილით შეუძლია თვითონ დააყენოს ან დაამატოს სხვა აპლიკაციები ან სატელევიზიო არხები.
ჩვენი SmartTV.ge-ს smart tv ბოქსებით შეგიძლიათ უყუროთ ყველა ქართულ და უცხოურ არხს! დიახ, უამრავს, ნებისმიერი ქვეყნის არხს რაც კი მსოფლიოში არსებობს!
ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ ჩაწერილია საკმარისზე მეტი არხი რაც ყველაზე პოპულარულია და რასაც ქართველი მომხმარებლები უყურებენ, თუმცა ასევე თქვენ თვითონაც შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ ნებისმიერი რაოდენობის არხები.
აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს SmartTV.ge-ს smart tv ბოქსებში დაყენებული ტელეარხების ჩამონათვალი: SmartTV.ge-ს smart tv ბოქსებში დაყენებული ტელეარხების სია.
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი Smart TV Box-ით ტელეარხების საყურებლად რეკომენდირებულია მინიმუმ 10მბიტი ინტერნეტ სიჩქარე. შესაძლოა, ქართულ ტელეარხებს უფრო დაბალი სიჩქარეც ეყოს. ცნობილია, რომ სხვადასხვა აპლიკაციებს სხვადასხვა ინტერნეტ სიჩქარე ჭირდება, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ინტერნეტ სიჩქარე.
Smart TV Box-ში თქვენს მაგივრად უკვე საჩუქრად ჩაწერილია აპლიკაციები (მაგალითად, Google Chrome, YouTube, Facebook, MyVideo, Silk TV Go და სხვა), რომლებიც არ არის ჩვენი დამზადებული. თუ გაქვთ რომელიმე აპლიკაციის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პრეტენზიით მათ დამამზადებელს ან ამოშალოთ ის ანდა შეცვალოთ ის სხვა აპლიკაციით თქვენ თვითონ თქვენი სურვილით.
გადახდა შეგიძლიათ რამდენიმე ფორმით:
პროდუქტის მიღება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით:
დიახ. ყველა Smart TV Box-ს აქვს სატელევიზიო არხების გადახვევის საშუალება. მაგრამ, გადახვევის შესაძლებლობა დამოკიდებულია თქვენზე, თუ რომელ აპლიკაციას ან პლეილისტს გამოიყენებთ. გადახვევის მომსახურება როგორც წესი აქვს პრემიალურ (ფასიან) აპლიკაციებს ან პლეილისტებს. ქართული არხებისთვის გადასახვევის მომსახურება, საბედნიეროდ, უფასოდ აქვს მხოლოდ MyVideo-ს ქართულ აპლიკაციას და შეგიძლიათ ქართული არხებისთვის ეს გამოიყენოთ. რაც შეეხება რუსულ და უცხოურ არხებს, თქვენ თავად შეგიძლიათ მოიძიოთ ასეთი აპლიკაციები ან პლეილისტები, მაგრამ უფასოდ ვერ ნახავთ ან თუ ნახავთ ძალიან ცოტა არხები იქნება. სამაგიეროდ პრემიალური (ფასიან) აპლიკაციები ან პლეილისტები ბევრია, ჩვენც გვაქვს და შეგიძლიათ ჩვენგან შეიძინოთ 400-ზე მეტი პოპულარული უცხოური ტელეარხების პრემიალური პლეილისტი (Playlist), რომელსაც აქვს 4 დღიან არქივზე გადახვევის შესაძლებლობა.
Smart TV Box-ის ინტერნეტთან დაკავშირება შესაძლებელია, როგორც კაბელით, ისე WiFi-ით. ზოგადად Smart TV Box-ებს აქვთ WiFi-ის სუსტი დაჭერა, ასევე WiFi-ით დაკავშირების დროს ინტერნეტ სიჩქარე მცირდება მანძილის მიხედვით და ბარიერების/კედლების მიხედვით. ამიტომ თუ არის საშუალება ჯობია კაბელით დააკავშიროთ.
Smart TV Box-ის აქვს მაღალ ხარისხში ჩვენების საშუალება – FullHD და 4K, მაგრამ ტელევიზიები სატელევიზიო სიგნალს გადასცემენ უფრო დაბალ SD ან HD ხარისხში. ამიტომ თუ ადამიანი არ არის გათვითცნობიერებული მას შეიძლება ეგონოს რომ Smart TV Box-ები ამცირებს ხარისხს, რაც არასწორია. რომ დარწმუნდეთ Smart TV Box-ების ჩვენების მაღალ ხარისხში, გადმოწერეთ მაღალი ხარისხის ვიდეო და ნახეთ.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე:
დიახ, შესაძლებელია USB პორტების რაოდენობა გაზარდოთ USB გამანაწილებელით (ანუ USB Hub-ით). მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ბევრი მოწყობილობის მიერთება ერთდროულად თუ მათ არ ექნებათ თავიანთი დამოუკიდებელი ელექტრო კვება, ან უნდა გამოიყენოთ ისეთი USB Hub, რომელსაც აქვს თავისი ელექტრო კვება.
Bluetooth შეიძლება გამოიყენოთ:
დიახ. თითქმის ყველა Smart TV Box-ს აქვს აქვს AV (RCA ანუ ე.წ. წულპანები) ვიდეო გამოსავალი. გარდა ამისა, ნებისმიერი Smart TV Box შეიძლება დაუკავშირდეს აქტიური კონვერტორით.
ინსტრუქცია არის აქ: MyVideo-ს აპლიკაციის ინსტალაციის და განახლების ინსტრუქცია Smart TV Box-ებისთვის.
SmartTV.ge-ს smart tv box-ის უპირატესობა აშკარაა სმარტ ტელევიზორთან შედარებით, სწორედ ამიტომ ვისაც უკვე აქვს სმარტ ტელევიზორი მაინც ყიდულობს SmartTV.ge-ს smart tv box-ს. ხოლო, ვისაც ჯერ არ გაქვთ ნაყიდი ტელევიზორი, გირჩევთ ჩვეულებრივი (არასმარტ) ტელევიზორი იყიდოთ, ნუ აყვებიან მაცდურ რეკლამებს და ნუ გადაყრით ათასობით ლარს სმარტ ტელევიზორში. მთავარია შეარჩიოთ კარგი ზომის და ხარისხის ეკრანი, ხოლო სმარტ ფუნქციას SmartTV.ge-ს smart tv box-ი ბევრად უკეთესად და იაფად მიანიჭებს.
SmartTV.ge-ს smart tv box-ის და სმარტ ტელევიზორის დეტალურ შედარებას გაეცანით ამ სტატიაში: რომელი ჯობია SmartTV.ge-ს smart tv box-ი თუ სმარტ ტელევიზორი? რომელი გამოვიყენო?
ზოგიერთს აინტერესებს სმარტ ტვ ბოქსი რომელი პროცესორით ჯობია – Amlogic, Allwinner თუ Rockchip? რათქმაუნდა Amlogic ჯობია, რადგან იგი არის დეფაქტო სტანდარტი დარგში და მას აქვს ყველა პოპულარული კოდეკის და სერვისის მხარდაჭერა. მასთან მიახლოებულია Allwinner-ის პროცესორი, თუმცა სიმძლავრით ჩამორჩება. ხოლო Rockchip გაცილებით უფრო იაფია, არასტანდარტული და მასზე ყველა აპლიკაცია არ მუშაობს სათანადოდ (შესაძლოა ზოგიერთმა აპლიკაციამ საერთოდ არ იმუშაოს, ან ზოგს ხმა არ ქონდეს ანდა გამოსახულება). სამწუხაროდ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი გამყიდველი მალავს როცა Rockchip -ის პროცესორით ყიდის სმარტ ტვ ბოქსს. ამიტომ ყიდვამდე კარგად გაარკვიეთ რას ყიდის გამყიდველი და ხომ არ გატყუებთ.