Google Play Store ანუ იგივე Android Market არის Google-ის საკუთრება. როგორც იცით მასზე არის განთავსებული ანდროიდ აპლიკაციების მარკეტი, საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააინსტალიროთ ანდროიდის აპლიკაციები. სამწუხაროდ, Google თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე სულ უფრო და უფრო ზღუდავს სხვადასხვა მოწყობილობების (სმარტ ტელეფონები, ტვ ბოქსები და სხვა მოწყობილობები) დაშვებას თავის მარკეტზე. მაგრამ საბედნიეროდ არსებობს მისი შემცვლელი და თანაც უკეთესი მარკეტები. ამ ალტერნატიულ მარკეტებს აქვთ შემდეგი უპირატესობები:
- განთავსებულია უფრო მეტი აპლიკაცია. განთავსებულია ის აპლიკაციებიც კი რომლებიც Google Play Store-ზე არ დევს (სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის: დაბლოკილია ან აკრძალულია);
- შესაძლებელია ფასიანი აპლიკაციების უფასოდ გადმოწერა;
- განთავსებულია ნებისმიერი აპლიკაციის ძველი ვერსიებიც;
- განთავსებულია ნებისმიერი აპლიკაციის სხვადასხვა მოდიფიკაციები (მაგალითად, რომლებიც უკეთ მორგებულია სხვადასხვა მოწყობილობაზე);
ალტერნატიული მარკეტები ბევრია და თქვენ თუ დაინტერესდებით შეგიძიათ დამოუკიდებლად დაძებნოთ და განიხილოთ ისინი. ჩვენ აქ ჩამოგითვლით რამდენიმე პოპულარულ ალტერნატიულ მარკეტს:
- Aptoide (სმარტ ტელეფონებისთვის და სმარტ ტვ ბოქსებისთვის). გადმოწერეთ და დააინსტალირეთ აქედან: https://en.aptoide.com/download
- Aptoide TV (სმარტ ტვ ბოქსებისთვის ადაპტირებული ვერსია). გადმოწერეთ და დააინსტალირეთ აქედან: https://apkpure.com/aptoide-tv/cm.aptoidetv.pt/download
- გადმოწერეთ და დააინსტალირეთ აქედან: https://apkpure.com/apkpure/com.apkpure.aegon/download
- APKMirror ეს არაა აპლიკაცია, არამედ საიტია: https://www.apkmirror.com
- ასევე, ყოველგვარი მარკეტის გარეშე შეგიძლიათ გუგლში მოძებნოთ სასურველი აპლიკაცია თუ ჩაწერთ აპლიკაციის დასახელებას და სიტყვა apk-ს. ასე მაგალითად, თუ ვეძებთ viber-ს, ჩაწერთ viber apk . აი ლინკიც: https://www.google.com/search?q=viber+apk
და ბოლოს, თუ თქვენც რაიმე საინტერესოს იპოვით, გაქვთ რჩევა ან შენიშვნა არ დაიზაროთ და მოგვწერეთ: https://smarttv.ge/contact .