GEORGIA-01 (იგივე COMBO-03-GEORGIA) – ეს არის ქართული ტელეარხების მაღალი ხარისხის პლეილისტი (Playlist). ეს პაკეტი იგივეა რაც პაკეტი COMBO-03-ის მხოლოდ ქართული არხები. არხების უმეტესობას აქვს რამდენიმე დღიანი გადახვევა. პლეილისტები (Playlist) საჭიროა სმარტ ტელევიზორში ან სმარტ (ანდროიდ) ტვ ბოქსში ტელეარხების სანახავად. პლეილისტებს იყნებთ შესაბამის აპლიკაციებში (მაგალითად, IPTV, OTTPlayer, OTT Navigator, Televizo, Ott-Play, TiviMate, LAZY IPTV, Perfect Player, ProgTV, Smart IPTV, SS IPTV და სხვა მსგავსი). ამ პლეილისტს თუ დამოუკიდებლად ვერ დააყენებთ, მაშინ ჩვენ დაგვიკავშირდით და ჩვენ მოგეხმარებით.
თუ დაიღალეთ და მოგბეზრდათ სატელევიზიო არხების დაბალი ხარისხით და არასტაბილურად ყურებით, მაშინ ეს პრემიალური პლეილისტი თქვენთვისაა. მისი მეშვეობით თქვენ უყურებთ სატელევიზიო არხებს მაღალი ხარისხით და სტაბილურად.
ამ პლეილისტის პაკეტის პლიუსი და მინუსი:
+ მუშაობის ძალიან მაღალი ხარისხი (ჩვენების დროს არ აქვს ხარვეზები და იშვიათია გათიშული არხები);
+ გადახვევა კარგად მუშაობს და არხების უმეტესობას აქვს;
+ მე-2 მოწყობილობაზე გამოყენება არის უფასო;
+ თითქმის ყველა ქართული არხი;
– არ არის საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების არხები;
– წინასწარ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება;
ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ პირველი 1 თვე სატესტოდ შეიძინონ 5 ლარად, პლიუს 10 ლარი თავდაპირველი რეგისტრაციის ღირებულება ერთჯერადად. თუ მოგეწონებათ შემდეგ აირჩიეთ გადახდის თქვნთვის სასურველი ციკლი და შესაბამისად ფასიც, კერძოდ:
- 1-თვიანი წინასწარი გადახდით 15 ლარი — ანუ თვეში 15 ლარი;
- 3-თვიანი წინასწარი გადახდით 30 ლარი — ანუ თვეში 10 ლარი;
- 6-თვიანი წინასწარი გადახდით 42 ლარი — ანუ თვეში 7 ლარი;
- 12-თვიანი წინასწარი გადახდით 60 ლარი — ანუ თვეში 5 ლარი;
ამრიგად, ეს პლეილისტი ყველაზე იაფად ანუ 5 ლარად თვეში გექნებათ თუ წინასწარ იხდით 1 წლით.
შენიშვნა:
- გარანტიის შესახებ. საზოგადოდ ცნობილია, პლეილისტის პაკეტს გვაწვდის პროვაიდერი, რომელიც ვერ იძლევა მუდმივად სტაბილურობის და კლიენტის კმაყოფილების გარანტიას. შესაბამისად ჩვენც ვერ გავცემთ გარანტიას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტელევიზიის კომპანიებისა და პროვაიდერების მიერ გადაცემულ კონტენტზე. არხები ნაჩვენებია თქვენს მოწყობილობებზე ჩვენი მხრიდან რაიმე ცვლილების ან დამატებითი რეკლამის გარეშე. ყველაფერი მოწოდებულია „ისე, როგორც არის“, გარანტიების ან ვალდებულებების გარეშე. ამიტომ, კლიენტმა თვითონ უნდა გარისკოს და გადაწყვიტოს სურს თუ არა შეძენა ან გაგრძელება. ასევე შეუძლია, სატესტოდ ჯერ მინიმალური ვადით შეიძინოს თუ მოეწონება მერე გააგრძელოს.
- თანხის დაბრუნების შესახებ. ამ პლეილისტის პაკეტზე წინასწარ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება, ამიტომ მომხმარებელმა თავისი სურვილით წინასწარ უნდა გადაიხადეთ იმდენი თვის, რამდენი თვითაც გეგმავს ამ პაკეტის მოხმარებას.
- შემადგენლობის და ფასის ცვლილების შესახებ. მომხმარებელი, როცა შეიძენს ამ მომსახურებას, მას გააზრებული უნდა ქონდეს, რომ პროვაიდერის მოთხოვნებიდან და გარემო პირობებიდან გამომდინარე პლეილისტის პაკეტის არხების რაოდენობა, ჩამონათვალი, ხარისხი და ფასი მომავალში შეიძლება შეიცვალოს შეტყობინების გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ვთავაზობთ ალტერნატიულ პლეილისტებს სხვადასხვა წყაროებიდან (პროვაიდერები), საიდანაც შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ და შეცვალონ არსებული პლეილისტი.
- გადახდაზე შეხსენების შეტყობინების შესახებ. კლიენტი ვალდებულია თავისი პლეილისტის ვადის გასვლა თვითონ გააკონტროლოს და დროულად გადაიხადოს სანამ გაეთიშება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეძლებისდაგვარად, პლეილისტის ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვუგზავნით გადახდაზე შეტყობინებას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თუ კლიენტმა რაიმე მიზეზით ვერ ნახა ეს შეტყობინება ან ვერ შეამჩნია რომ ტელევიზია არ მუშაობს (გამოჩრა ნახვა, წაშალა ან ვერ მიიღო ტექნიკური პრობლემის გამო).
ამ პლეილისტის პაკეტი მოიცავს 110 არხს და არხების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ (2024-09-25-ს მდგომარეობით):