ეს არის გლობალური (ანუ ყველა ქვეყანაში არსებული) პრობლემა, რომელიც შეიქმნა იმის გამო რომ 2019 წლის 17 სექტემბრიდან Google-მა შეწყვიტა YouTube for Android TV ვერსია 1.3.11 მხარდაჭერა და ითხოვს მის განახლებას YouTube for Android TV ვერსია 2.x-ზე. ძველი ანდროიდ ტვ ბოქსების უმეტესობაში დაყენებულია YouTube for Android TV ვერსია 1.3.11 და ამიტოვ საჭიროა განახლება.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, თქვენ თვითონ აირჩიეთ რომელიც გსურთ:
- ან გადმოწერეთ და დააინსტალირეთ YouTube for Android TV ვერსია 2.x ან აქედან ან Google Play Store-დან. (ხოლო ძველი YouTube for Android TV ვერსია 1.3.11-ს თუ თავისით არ ამოიშალა, მაშინ შეგიძლიათ ამოშალოთ);
- ან გადმოწერეთ და დააინსტალირეთ ჩვეულებრივი YouTube-ის ვერსია რაც ტელეფონებზე-სმარტფონებზე აყენია ან Google Play Store-დან ან აქედან. გაითვალისწინეთ რომ ამ ვერსიას მაუსი ან აეროამუსი ჭირდება. აერო მაუსები ჩვენც გვაქვს აქ. ამის დაინსტალირება არ უშლის ხელს YouTube for Android TV-ის ვერსიას და შესაბამისად თქვენი სურვილის შემთხვავაში შეგიძლიათ პარალელურად YouTube-ის ეს ვერსიაც გქონდეთ;
- Google Chrome ან სხვა ბრაუზერის მეშვეობით შედით YouTube-ის საიტზე;
როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია, მაგრამ თუ დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებთ, მაშინ ჩვენ მოგიგვარებთ. ოღონს წინასწარ დაგვირეკეთ ტელეფონზე დროის შესათანხმებლად და შემდეგ:
- ან მობრძანდით ჩვენს ოფისში და ჩვენ გაგიკეთებთ. ამ შემთხვევაში ჩვენი მომსახურების საფასური იქნება – 5 ლარი.
- ან, თუ მოხერხდება, დისტანციურად გაგიკეთებთ. ამ შემთხვევაში ჩვენი მომსახურების საფასური იქნება – 10 ლარი (თანხა წინასწარ უნდა გადმორიცხოთ).