თუ რომელიმე კონკრეტული საიტიდან თქვენი ბრაუზერით ვიდეოს ვერ ხსნით, ეს ტვ ბოქსის ბრალი არ არის. ეს იმიტომ ხდება რომ ამ კონკრეტულ სიტზე არსებული ვიდეოს პლეერს თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერი ვერ ხსნის. ამის გასწორება შესაძლებელია, რაზეც ქვემოთ დავწერთ.
მანამდე, პირველ რიგში, კარგად დარწმუნდით რომ:
- თქვენი ტვ ბოქსს საკმარისი სიჩქარის ინტერნეტი მიეწოდება;
- თვითონ საიტი რომელზეც ვიდეო დევს დაზიანებული ხომ არ არის;
- თქვენი ტვ ბოქსი ძალიან ძველი და სუსტი მონაცემების ხომ არ არის;
მხოლოდ ამის შემდეგ. გააკეთეთ ის რასაც ქვემოთ დავწერთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იმიტომ ხდება. რომ ამ კონკრეტულ სიტზე არსებული ვიდეოს პლეერს თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერი ვერ ხსნის. ხშირად ამის მიზეზია ის რომ ამ კონკრეტული საიტის ვიდეოს ჩვენების ტექნოლოგია არის მოძველებული. ამის გასწორება შესაძლებელია, რამდენიმე მეთოდით:
- ჯერ თუ განახლება ჭირდება თქვენს ბრაუზერს, განაახლეთ ბრაუზერი უახლეს ვერსიამდე და მოსინჯეთ. განახლება შეგიძლიათ, როგორც Google Play მარკეტიდან https://play.google.com , ანუ უფრო უკეთესია ალტენატიული მარეტებიდან: https://en.aptoide.com ან https://apkpure.com ;
- გადმოწერეთ და დააინსტალირეთ სხვა ბრაუზერი და რომელიც გახსნის. ბრაუზერების მოძებნა შეგიძლიათ ალტერნატიულ მარკეტებში: https://apkpure.com/search?q=browser ან https://en.aptoide.com/search?query=browser . სათითაოდ დააინსტალირეთ სხვადასხვა ბრაუზერი და რომელიც გამოგადგებათ ის დაიტოვეთ გამოსაყენებლად.
- თუ ბრაუზერის შეცვლა არ გინდათ, მაშინ მოძებნეთ და დააინსტალირეთ ამ ბრაუზერის ძველი ვერია რომელიც იმუშავებს. გადმოწერეთ ამ კონკრეტული ბრაუზერის ძველი ვერსიები ამ მარკეტიდან https://apkpure.com , სათითაოდ მოსინჯეთ ძველი ვერსიები და რომელიც გამოგადგებათ ის დაიტოვეთ.
სულ ეს არის.
საბოლოოდ, როცა შედეგს მიაღწევთ თუ არ დაგეზარებათ მოგვწერეთ რომელი ბრაუზერი აირჩიეთ და მოგეწონათ: https://smarttv.ge/contact .