მოდი SmartTV.ge-ს smart tv box-ი შევადაროთ სმარტ ტელევიზორს და დეტალურად ჩამოვწეროთ SmartTV.ge-ს smart tv box-ის უპირატესობები და ნაკლოვანებები.
SmartTV.ge-ს smart tv box-ის უპირატესობები:
- უფრო მძლავრი და სწრაფია (რადგან უფრო კარგი პროცესორი და მაღალი ოპერატიული მეხსიერება აქვს);
- ყველა აპლიკაცია ყენდება (სმარტ ტელევიზორზე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის აპლიკაცია ყენდება);
- სუფთა ანდროიდის სისტემა აყენია (სმარტ ტელევიზორებზე აყენია კონკრეტული ფირმა მწარმოებლის მიერ მოდიფიცირებული ლიმიტირებული შესაძლებლობების სისტემა);
- Google Play Store-ზე ან უფრო გაუმჯობესებულ ალტერნატიულ მარკეტებზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და დააყენოთ აპლიკაციები (სმარტ ტელევიზორებზე მხოლოდ კონკრეტული ფირმა მწარმოებლის მცირე მოცულობის Store-ზე შედის);
- ბევრად უფრო იაფია და 70 ლარიდან 250 ლარამდე ღირს (მაშინ როცა სმარტ ტელევიზორებში მათი ფასი რამდენჯერმე გაბერილია);
- მოხერხებულია სხვა ტელევიზორზე გადასატანად ან მგზავრობაში წასაღებად (სმარტ ტელევიზორს სხვაგან ძნელად გადაიტანთ და მითუმეტეს სამგზავროდ ვერ წაიღებთ);
- მისი შეკეთება-რემონტი მარტივია (თუ კაბელი ან ელ-კვების ადაპტერი დაზიანდა უბრალოდ შეგიძლიათ ახლით შეცვალოთ, სხვა რამის დაზიანების შემთხვევაში იოლია მისი წაღება სახელოსნოში. ხოლო სმარტ ტელევიზორში სმარტ ბლოკის ნებისმიერი წვრილმანი დაზიანების შემთხვევაში მოგიწევთ ტელევიზორის სახელოსნოში წათრევა ან ხელოსნის სახლში გამოძახება, რაც გაცილებით მოუხერხებელია და ძვირი);
- მისი შეცვლა მარტივია (სმარტ კომპონენტები უფრო მალე ძველდება მორალურად, ვიდრე თავად ტელევიზორი, რადგან განახლებული და გაძლიერებული აპლიკაციები ახალ პროცესორს და ოპერაციულ სისტემას ითხოვენ. ამიტომ 2-3 წლის შემდეგ სმარტ ტვ ბოქსი უბრალოდ შეგიძლიათ ახალი იყიდოთ, მაგრამ სმარტ ტელევიზორის სმარტ ბლოკის შეცვლა მარტივი საქმე არ არის და შეიძლება შემცვლელი არც კი არსებობდეს);
- მომხმარებელზე მორგებული უკეთესი სისტემის დაყენება (სმარტ ტელევიზორებზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია);
SmartTV.ge-ს smart tv box-ის ნაკლოვანება:
- ჭირდება ტელევიზორთან სადმე დადგმა ან მიმაგრება (სმარტ ტელევიზორებში სმარტ ბლოკი შიგნით არის ჩამონტაჟებული);
როგორც ხედავთ, SmartTV.ge-ს smart tv box-ის უპირატესობა აშკარაა სმარტ ტელევიზორთან შედარებით, სწორედ ამიტომ ვისაც უკვე აქვს სმარტ ტელევიზორი მაინც ყიდულობს SmartTV.ge-ს smart tv box-ს. ხოლო, ვისაც ჯერ არ გაქვთ ნაყიდი ტელევიზორი, გირჩევთ ჩვეულებრივი (არასმარტ) ტელევიზორი იყიდოთ, ნუ აყვებიან მაცდურ რეკლამებს და ნუ გადაყრით ათასობით ლარს სმარტ ტელევიზორში. მთავარია შეარჩიოთ კარგი ზომის და ხარისხის ეკრანი, ხოლო სმარტ ფუნქციას SmartTV.ge-ს smart tv box-ი ბევრად უკეთესად და იაფად მიანიჭებს.