მეთოდი 1. სწრაფი და მარტივი ინსტრუქცია მათვის ვინც უკვე გარკვეულია და იცის დაინსტალირება
იწერთ აპლიკაციას ამ მისამართიდან http://goo.gl/uaDutz და აინსტალირებთ მას თქვენს Smart TV Box-ში.
სულ ეს არის!
მეთოდი 2. დეტალური ინსტრუქცია და ვიდეო ილუსტრაცია ყველა ტიპის მომხმარებლებისთვის
MyVideo აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ უფასოდ უყუროთ 60-ზე მეტ ქართულ არხს. დამატებით თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიალური პაკეტი და დამატებით უყუროთ 80-ზე მეტ უცხოურ-რუსულ არხს. ჩვენი აზრით, ამ სტატიის დაწერის მომენტში, ეს აპლიკაცია საუკეთესოა უფასოდ ქართული არხების საყურებლად და ჩვენ ვაძლევთ მას რეკომენდაციას.
MyVideo აპლიკაცია არის, როგორც სმარტფონებისთვის (ეკრანზე თითის შეხებით სამართავად), ისე ტელევიზორებისთვის (პულტით სამართავად). სმარტფონებისთვის აპლიკაცია დევს Google Play-ში და იქედან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, ხოლო რაც შეეხება ტელევიზორებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას იგი დევს მხოლოდდამხოლოდ MyVideo.ge ვებსაიტზე, საიდანაც უნდა ჩამოტვირთოთ იგი.
ასევე უკვე დაინსტალირებული MyVideo-ს აპლიკაციის განახლებაც არ ხდება ავტომატურად და საჭიროა ახალი ვერსია ჩამოტვირთოთ ისევ MyVideo.ge-ს ვებ საიტიდან და დააინსტალიროთ, ახალი ვერსია თავზე გადაეწერება ძველს და ჩვეულებრივ იმუშავებს (ძველ ვერსიას არ უნდა წინასწარ წაშლა).
ეხლა დაგიწერთ დეტალურ ინსტრუქციას თუ როგორ დააინსტალიროთ ან განაახლოთ MyVideo-ს აპლიკაცია:
- შედიხართ ვებ-საიტზე http://myvideo.ge ;
- მარცხნივ მენიუში პოულობთ მენიუს ღილაკს „TV Box”. დააწკაპუნებთ მას და გადადიხართ შესაბამის გვერდზე;
- შემდეგ ზემოთ მენიუში პოულობთ მენიუს „აპლიკაცია“. დააწკაპუნებთ მას და გადადიხართ შესაბამის გვერდზე;
- დაგხვდებათ სამი არჩევანი. აირჩიეთ „აპლიკაცია სხვა ბოქსებისთვის“. დააწკაპუნებთ მას და გადადიხართ შესაბამის გვერდზე;
- დაგხვდებათ ასევე სამი არჩევანი. აირჩიეთ „სხვა“. დააწკაპუნებთ მას და გადადიხართ შესაბამის გვერდზე;
- ამ გვერდზე იპოვეთ ღილაკი „გადმოწერე აპლიკაცია“. დააწკაპუნებთ მას და ჩამოიტვირთება აპლიკაცია myvideo-ge.apk, რომელიც მოთავსდება თქვენი მოწყობილობის შესაბამის ფოლდერში. თუ ეს მოწყობილობაა Smart TV Box მაშინ აპლიკაცია ჩამოიტვირთება Download ფოლდერში;
- ნებისმიერი ფაილ ბრაუზერით შედით Download ფოლდერში, იპოვეთ MyVideo-ს აპლიკაცია და გაუშვით ინსტალაციაზე;
- ამით აპლიკაცია დაინსტალირდება.
ასევე თვალსაჩინოებისთვის, ეს პროცედურა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის სახით აქ: