მოგეხსენებათ ინტერნეტით ტელევიზიის საყურებლად გამოიყენება ორი ძირითადი მეთოდი: სტანდარტული და ტორენტი. სტანდარტული მეთოდით უშუალოდ სატრანსლაციო სერვერიდან მოგეწოდებათ მაუწყებლობა და შეიძლება უფრო სწრაფი იყოს. ხოლო ტორენტის მეშვეობით p2p ქსელში ჩართული წევრებისგან ხდება ჩვენების რეტრანსლაცია. აპლიკაციები ან პლეილისტები რომლებით უფასოდ სატელევიზიო არხების ჩვენებას უზრუნველყოფენ იყენებენ არ ერთ, ან მეორე მეთოდს, ან ორივეს ერთად.
სტანდარტული მეთოდით ტრანსლაციისთვის არის ბევრი წყარო – უფასოებიც და ფასიანებიც. მათ შორის არის ერთერთი წყარო – Zabava, რომელსაც აქვს 800 მეტი არხი, მაგრამ დაშიფრული რომ სხვამ არ გამოიყენოს. მიუხედავად ამისა არსებობდა დეშიფრატორი რომლის მეშვეობითაც ბევრი აპლიკაცია იყენებდა მათ მომსახურებას. 2021 წლის იანვარში Zabava-მ დაცვა გააძლიერა და უფრო რთული შიფრაცია დააყენა უმეტესობა მნიშვნელოვან არხებზე (600-ზე მეტი), მხოლოდ 200-ზე არა. მაგრამ ამ ორასს გეოლოკაცია მაინც ჩაურთო და ჩვენება მხოლოდ რუსეთის და უკრაინის ტერიტორიაზე დაუშვა.
როგორც აღმოჩნდა რომ ბევრი პოპულარული უფასო აპლიკაცია იყენებდა Zabava-ს მომსახურებას და შესაბამისად მათ დაებლოკათ არხები. ზოგი მთლიანად ზაბავაზე იყო დამოკიდებული და მთლიანად უსარგებლო გახდა, მაგალითად Wink. მაგრამ ზოგიერთი ნაწილობრივ იყენებდა და შესაბამისად ნაწილობრივ დაზარალდა – მაგალითად – FryTV!. და ზოგი საერთოდ არ იყენებდა Zabava-ს და საერთოდ არ დაზარალებულა.
გამოსავალი რა არის?
გამოსავალი უკვე არის და მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება, რადგან ეს ხომ ანდროიდია და აქ ყოველთვის არის ბევრი შესაძლებლობები. აი რამდენიმე საშუალება უკვე ახლავე:
- დაელოდოთ როდის მოხდება Zabava-ს მომსახურების აღდგენა, მაგრამ ამაზე პროგნოზი არ არსებობს თუ ეს როდის იქნება. და კაცმა არ იცის რამდენხანს მოგიწევთ ლოდინი.
- გამოიყენეთ სხვა უფასო აპლიკაციები. რომლებიც საერთოდ არ იყენებენ Zabava-ს.
- გამოიყენეთ აპლიკაციები, რომლებიც ნაწილობრივ იყენებდნენ Zabava-ს მაგრამ, მისი სეთინგებიდან გამოურთეთ Zabava. მაგალითად, FryTV-ში შედით მის სეთინგებში და გამოურთეთ Zabava. Setting >> БАЗА >> Zabava.
- შეიძინეთ ფასიანი პლეილისტი სადმე ან ჩვენგან, მაგალითად ეს პლეილისტი https://smarttv.ge/product/epl-premium-playlist/ , რომელსაც აქვს რამდენიმე უპირატესობა უფასო აპლიკაციებთან შედარებით: სტაბილურია და ხარისხიანი. ფასიც ხელმისაწვდომია – თვეში 5 ლარი. თუ დამოუკიდებლად ვერ დააყენებთ, მაშინ დამატებით შეიძინეთ დაყენების მომსახურებაც და ჩვენ დაგიყენებთ: https://smarttv.ge/product/playlist-installation-remotely/