თუ გსურთ IPTV ტელევიზიის დაყენება ტვ ბოქსში, სმარტ ტელევიზორში ან სხვა მოწყობილობაში, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ აკეთებთ, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით დისტანციურად. შეგვიძლია ნებისმიერი პლეილისტის ჩაწერა ( Playlist ) ან აღდგენა-გასწორება დისტანციურად ან ჩვენთან ოფისში.
გვაქვს შემდეგი ვარიანტის სერვისები და შესაბამისად ფასი:
- სერვისი 1. პლეილისტის ჩაწერა ან აღდგენა ჩვენთან შეძენილ ტვ ბოქსში, რომელსაც აქვს სუფთა ანდროიდის ოპერაციული სისტემა – 10 ლარი. (საჭირო მაქსიმალური დრო 20წთ);
- სერვისი 2. პლეილისტის ჩაწერა ან აღდგენა სხვაგან შეძენილ ტვ ბოქსში ან ტვ სტიკში, რომელსაც აქვს სუფთა ანდროიდის ოპერაციული სისტემა – 20 ლარი. (საჭირო მაქსიმალური დრო 25წთ);
- სერვისი 3. პლეილისტის ჩაწერა ან აღდგენა სხვაგან შეძენილ ტვ ბოქსში ან ტვ სტიკში, რომელსაც აქვს Android TV ან Google TV ოპერაციული სისტემა – 30 ლარი. (საჭირო მაქსიმალური დრო 35წთ);
- სერვისი 4. პლეილისტის ჩაწერა სმარტ ტელევიზორში (ნებისმიერი ბრენდი: Samsung, LG, Sony, TCL, Hisense, Panasonic, Sharp, Philips, Toshiba, Xiaomi, Skyworth, JVC, Sanyo, Hitachi, Daewoo, Grundig, Vestel, Grundig თუ სხვა) – 30 ლარი. (საჭირო მაქსიმალური დრო 30წთ);
- სერვისი 5. პლეილისტის ჩაწერა ან აღდგენა ანდროიდ სმარტ ტელეფონში (სმარტფონი) ან პლანშეტში (ტაბლეტი), რომელსაც აქვს ანდროიდის ოპერაციული სისტემა – 20 ლარი. (საჭირო მაქსიმალური დრო 25წთ);
- სერვისი 6. პლეილისტის ჩაწერა ან აღდგენა Apple-ის ტელეფონში (iPhone, iOS), პლანშეტში (iPad ), ტვ ბოქსში Apple TV (tvOS), ლეპტოპში და დესქტოპ კომპიუტერში (macOS) – 30 ლარი. (საჭირო მაქსიმალური დრო 35წთ);
- სერვისი 7. პლეილისტის ჩაწერა ავტომობილის მონიტორში, რომელსაც აქვს ანდროიდის ოპერაციული სისტემა – 30 ლარი. (საჭირო მაქსიმალური დრო 35წთ);
შენიშვნა:
- თუ პლეილისტი შეძენილი გაქვთ სხვაგან, მაშინ ზემოთ აღნიშნულ ფასებს ემატება 10 ლარი.
- თუ კლიენტის გამო მომსახურების დრომ გადააჭარბა საჭირო მაქსიმალურ დროს, მაშინ ყოველ დამატებით წუთი 0.70 ლარი. კლიენტის გამო მომსახურების დრო შეიძლება გაიწელოს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად:
- თუ კლიენტს აქვს მოუწესრიგებელი ან სუსტი მოწყობილობა ან სუსტი ინტერნეტი;
- თუ კლიენტი ვერ ახერხებს დისტანციით მომსახურებაში დახმარებას სათანადოდ და ნორმალური სისწრაფით;
- თუ კლიენტის ტელევიზორი ან სხვა მოწყობილობა არაა გამზადებული აპლიკაციების დასაინსტალირებლად (მაგალითად, დაურეგისტრირებელია პლეი-სტორში/მარკეტში);
- თუ კლიენტი ითხოვს დამატებითი მომსახურებების გაწევას;